logo
ENG



მასკის თქმით, ტვიტერის ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს, როცა ამ თანამდებობისთვის "სულელს" იპოვის

21 დეკ 202210:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/dopyo792auscd45.jpg

გამოკითხვის შედეგების შემდეგ ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას დატოვებს - მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იპოვის "სულელს, რომელიც ამ სამსახურს დათანხმდება".

"გადავდგები ხელმძღვანელის თანამდებობიდან, როგორც კი ვიპოვი იმ სულელს, რომელიც დათანხმდება ამ სამსახურს. ამის შემდეგ მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების გუნდების ხელმძღვანელად დავრჩები", - დაწერა მასკმა ტვიტერზე. 19 დეკემბერს მას გამოკითხვა ჰქონდა ტვიტერზე, უნდა დარჩენილიყო თუ არა მის მიერ ნაყიდი სოციალური ქსელის ხელმძღვანელად.

მონაწილეების დიდმა ნაწილმა - 57,5%-მა მასკის წასვლას დაუჭირა მხარი. გამოკითხვაში 17,5 მილიონმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მონაწილეებს შორის ბევრი ბოტი იყო.

ილონ მასკმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. მარკი პირობას დებდა, რომ რადიკალურად გადააწყობდა Twitter-ის მუშაობას, მაგრამ თითოეულ ცვლილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მასკის მისვლას მოყვა თანამშრომლების დათხოვნა, დონალდ ტრამპის ანგარიშის განბლოკვა, იმ ჟურნალისტების დაბლოკვა, რომელიც მას აკრიტიკებდნენ და ა.შ.


close დახურვა